შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ზოოლოგიის სპეციალობით 1955 წელს. 1958-1964 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1964-1976 წწ. ამავე ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომელად; 1976-1983 წწ. ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გარდა ამისა, 1960-1970 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანთა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის დოცენტად; 1969-1978 წწ. ამავე კათედრის პროფესორი; 1978-2006 წწ. კათედრის გამგე და 1970 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, სოროსის ფონდის პროფესორი. 1974 წელს კითხულობდა ლექციების კურსს იენის (გერმანია), 1980 წელს ლუელის (აშშ) და 1985 წელს ჰომბურგ–საარის (გერმანია) უნივერსიტეტებში. არის ასოცდაათზე მეტი ნაშრომის და მათ შორის მონოგრაფიის - "ზურგის ტვინის ინტეგრაციული მოქმედებების ნერვული მექანიზმები" და სახელმძღვანელოების: "კუნთოვანი და ნერვული სისტემების ზოგადი ფიზიოლოგია", "ზოგადი ნეიროფიზიოლოგია", "ფიზიოლოგია, ვისცერალური სისტემები" ავტორი. ფიზიოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს პროფესორი. მიღებული აქვს ორიათასწლეულის საპატიო ოქროს მედალი (2000) და 1998 წლის აშშ-ს გამოჩენილი ადამიანის წოდება. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ჟელატინოზური სუბსტანციის როლი ზურგის ტვინის რეფლექსურ მოქმედებაში", დაიცვა 1959 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ზურგის ტვინის ინტეგრაციული ნერვული მოქმედების მექანიზმები", დაიცვა 1968 წელს. წყარო: ქართული პრესის ელექტრონული არქივი: opentext.org.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.166; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.360 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |