შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა სამსონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1963 წელს. 1967–1969წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის ასისტენტი; 1970-1977წწ. დოცენტი; 1978–1990წწ. პროფესორი და კათედრის გამგე ; 1995 წლიდან არის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" მეცნიერ–კონსულტანტი; სოროსის ფონდის პროფესორი(1995). არის 460–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 27 წიგნის, სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის, 18 პატენტის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოლიესტერკარბონატების სინთეზი და კვლევა", დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ბენზოლის ბირთვით შეუღლებული პიროლოინდოლებისა და ბისინდოლების სინთეზი და კვლევა", დაიცვა 1984 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.209; m.facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |