შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ისაკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი დეკორატიული მებაღეობის და ლანდშაპტური არქიტექტურის განხრით 1959 წელს. 1959-1976წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის უფროსი დეკორატორი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, მთავარი დეკორატორი, ლანდშაპტური არქიტექტურის განყოფილების გამგე; 1956-1963წწ. მწვანე მშენებლობაში ქართული ჩუქურთმის დანერგვის ავტორი; 1959-1994წწ. ყვავილების საკავშირო, რესპუბლიკური და საქალაქო გამოფენების ავტორი; 1969-1974წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს გამწვანების მეურნეობის ტრესტის მმართველი; 1974-1978წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიური განყოფილების სწავლული მდივანი; 1990-1997წწ. თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის გამწვანების სამსახურის უფროსი, ამავე უნივერსიტეტის დოცენტი; 1982-1990წწ. მცხეთის რაიონისა და 1995 წლიდან თბილისის მთავარი დეკორატორი; 1995-2002წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოცენტი; 2003-2005წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დეკორატიული მებაღეობის და ლანდშაპტური არქიტექტურის კათედრის გამგე; გაფორმებული აქვს მრავალი ობიექტი. ქ. თბილისის მთავარი დეკორატორი. არის საერთაშორისო, საკავშირო, რესპუბლიკური სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მონაწილე; ასამდე პუბლიკაციისა და ექვსი მონოგრაფიის ავტორი. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია 1964 წელს. წყარო:city.kvira.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.358; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.348 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |