The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ისაკაძე

შალვა ისაკაძე
დაბადების თარიღი:22 აგვისტო, 1936
გარდაცვ. თარიღი:21 ოქტომბერი, 2020  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი დეკორატიული მებაღეობის და ლანდშაპტური არქიტექტურის განხრით 1959 წელს.

1959-1976წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის უფროსი დეკორატორი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, მთავარი დეკორატორი, ლანდშაპტური არქიტექტურის განყოფილების გამგე; 1956-1963წწ. მწვანე მშენებლობაში ქართული ჩუქურთმის დანერგვის ავტორი; 1959-1994წწ. ყვავილების საკავშირო, რესპუბლიკური და საქალაქო გამოფენების ავტორი; 1969-1974წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს გამწვანების მეურნეობის ტრესტის მმართველი; 1974-1978წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიური განყოფილების სწავლული მდივანი; 1990-1997წწ. თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის გამწვანების სამსახურის უფროსი, ამავე უნივერსიტეტის დოცენტი; 1982-1990წწ. მცხეთის რაიონისა და 1995 წლიდან თბილისის მთავარი დეკორატორი; 1995-2002წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოცენტი; 2003-2005წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დეკორატიული მებაღეობის და ლანდშაპტური არქიტექტურის კათედრის გამგე; გაფორმებული აქვს მრავალი ობიექტი. ქ. თბილისის მთავარი დეკორატორი. არის  საერთაშორისო, საკავშირო, რესპუბლიკური სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მონაწილე; ასამდე პუბლიკაციისა და ექვსი მონოგრაფიის ავტორი. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია 1964 წელს. 

წყარო:city.kvira.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.358; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.348

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გარემოს დაცვის კომისია, თავმჯდომარე (1999-2003)
  • თბილისის საქალაქო საბჭო, დეპუტატი (1971-1974)
  • ლანდშაფტის არქიტექტურისა და გარემოს დაცვის კომისია, თავმჯდომარე (1999-2003)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობა, წევრი (1998-)
  • საქართველოს ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2003-)
  • საქართველოს ეროვნული და სოციალური ურთიერთობების აკადემია, აკადემიკოსი (2003-)
  • სსრკ არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1983-1993)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1996 - ღირსების მედალი
    საქართველოში ლანდშაფტური მებაღეობის, მწვანე მშენებლობისა და საბაღო-საპარკო ხელოვნების განვითარება-აღორძინებაში შეტანილი წვლილისათვის
  • 1983 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: