The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1989 წელს.

1990-1991წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი; 1993-1999წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრის დოცენტი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ამბროლაურის №44 საარჩევნო ოლქიდან - "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი"; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008წ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №59 ქუთაისის საარჩევნო ოლქიდან; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "რომი და ელინო-ელინისტური სამყარო ძვ. წ. II საუკუნის პირველ ნახევარში", დაიცვა 1993 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ანტიკურ-რომაული რესპუბლიკის კრიზისი და დაცემა (ძვ. წ. I ს.)", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 307

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმი", დამფუძნებელი და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე (2006-)
  • პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმის" პოლიტიკური საბჭო, წევრი (2006-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" , წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ტრადიციონალისტი", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (1999-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ტრადიციონალისტი", ფრაქციის თავმჯდომარე (2003-2004)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2008)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარე (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2013-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ეროვნული ფორუმი", წევრი (2016-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი", წევრი (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2013)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, თავჯდომარის მოადგილე (1995-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: