The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კალანდია

გიორგი კალანდია
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1996 წელს.

1997 წელს იყო სტუდია "აუდიენციის" ჟურნალისტი; ამავე წელს მირებული აქვს მედალი სტუდენტური მოღვაწეობისათვის; 2001 წელს რადიო "აუდიენციის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 2002 წელს რადიო "იმედის" ახალი ამბების პროდიუსერი და ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტი; 2005 წელს ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ჩვენებურების" ავტორი; 2006-2008წწ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე; 2008 წელს სტუდია "TBC TV"–ის გადაცემა "ჩვენებურების" ავტორი; 2009 წლიდან არის საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. არის ავტორი წიგნებისა: "მარიამ ღვთისმშობლის სიწმინდეები და საქართველო" (1999), "ზუგდიდი დადიანების სასახლე" (2001), "ზუგდიდის ისტორიული მუზეუმი" (2002), "დადიანების სასახლეების საგანძური" (2003), "ოდიშის საეპისკოპოსოები" (2004), "გაძარცული საგანძური" (2006), "ფერადი წარსული" (2007), "დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი" (გზამკვლევი). ასევე არის ავტორი დოკუმენტური ფილმებისა: "საქართველოს სული ვარ", "ფერიანი სიზმრები", "ქვათა ღაღადი", "ერთი ჭოროხის შვილები", "გელინო", "მონატრებული ლაზეთი", "საქართველოს მნათობი", "ჰერეთი", "მისრეთის მხედრები", "ლაზეთის ბულბული", "შენი გულის ჭირიმე", "ბალკანეთის გმირები", "აღმოსავლეთის მზე" და "ახმედ მელაშვილი". ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი.

დისერტაციის თემა – "ოდიშის საეპისკოპოსოთა ისტორია" – ცაიში, ბედია, მოქვი, ხობი, დაიცვა 2003 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდი, თავმჯდომარე (2002-)
  • მასმედიის განვითარებისა და დემოკრატიზაციის ასოციაცია, თავმჯდომარე (2002-)
  • მსოფლიო მუზეუმთა გაერთიანება ICOM, წევრი (2006-)
  • ჟურნალი "არტანუჯის" რედკოლეგია, წევრი (1993-)
  • საქართველოს მუზეუმთა ასოციაცია, დამფუძვნებელი (2006-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2007 - "ვითიბი ბანკ ჯორჯია"-ს ყოველწლიური პრემია "პარნასი", წლის საუკეთესო ტელე-გადაცემა - ტელეკომპანია "იმედის" გადაცემათა ციკლი "ჩვენებურები"
  • 2006 - საერთაშორისო მართმადიდებლური ფესტივალის პირველი ადგილი , საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
  • 2006 - ტელეკომპანია "იმედის" პრემია, საუკეთესო ეროვნული გადაცემისთვის
  • 2005 - სახალხო კინოფესტივალის "მზე"
  • 2004 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, პრემია
  • 1999 - საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საპატიო სიგელი
  • 1996 - საქართველოს პრეზიდენტის პრემია
  • 1996 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: