Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ელიავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1947-1948წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე; დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგია-ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტი 1953 წელს. 1955-1958წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1962 წლიდან ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი; 1984 წლიდან ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; 1958-1982წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ნიადაგის ბიოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1982 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ზოოლოგიის კათედრის გამგე; 1987 წლიდან იმავე უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაულტეტის დეკანი; 1989-2005წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2005 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ნემატოლოგიის ლაბორატორიის გამგე. მეცნიერული ინტერესების სფერო: ნემატოლოგია, ცხოველთ ეკოლოგია, ევოლუციური მოძღვრება. 145 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. სადოქტორო დისერტაციის თემა - "დორილაიმიდას რიგის ნემატოდების სისტემატიკა, ფილოგენია და ეკოლოგია", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ენციკლოპედია: საქართველო georgianencyclopedia.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.31; facebook.com Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |