შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ერგემლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-1989წწ. იყო საკონსტრუქტორო ბიუროს მხატვარ-კონსტრუქტორი. 1981 წლიდან იყო ანსამბლ "75" წევრი; 1982-2004წწ. საქართველოს ტელე-რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რედაქტორი; 2006-2007წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიის მუსიკალური გადაცემის პროდიუსერი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: საარჩევნო ბლოკი: "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2009-2011წწ. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრი; 2011-2012წწ. საქართველოს კონტროლის პალატის 2011 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.157 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |