The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ ერგემლიძე

ნუგზარ ერგემლიძე
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:დიზაინერი, მომღერალი, მწერალი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი 1978 წელს.

1978-1989წწ. იყო საკონსტრუქტორო ბიუროს მხატვარ-კონსტრუქტორი. 1981 წლიდან იყო ანსამბლ "75" წევრი; 1982-2004წწ. საქართველოს ტელე-რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რედაქტორი; 2006-2007წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიის მუსიკალური გადაცემის პროდიუსერი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: საარჩევნო ბლოკი: "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2009-2011წწ. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრი; 2011-2012წწ. საქართველოს კონტროლის პალატის 2011 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.157

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ძლიერი საქართველო", მდივანი (2011-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ძლიერი საქართველო", წევრი (2009-2011)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - კონკურსი "წლის საუკეთესო ავტორი შემსრულებელი"
  • 2006 - კონკურსი "ყველა თაობის საუკეთესო მომღერალი"
  • 2002 - კონკურსი "ოქროს იერუშალაიმი", პირველი პრემია
  • 2000 - კონკურსი "წლის საუკეთესო სიმღერა"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: