შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ საყვარელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს. 1981 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათდრის დოცენტი; 1990–1996წწ. განათლების სამინისტროსთან არსებული გამოყენებითი ფსიქოლოგიის რესპუბლიკური სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქარტია 91", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1993–1995წწ. სახელმწიფო მეთაურის საინფორმაციო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი, პრეს–მდივანი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2005–2006წწ. ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტის დეკანი; 1999–2006წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი და კლასიკური ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2006-2010წწ. კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორი, ხოლო 2006 წლიდან არის იმავე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2008 წლიდან არის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. არის 40–მდე სამეცნიერო სტატიისა და მრავალი პუბლიცისტური წერილის ავტორი. ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – " სემანტიკური ინტერფერენციის ფსიქოლოგიური მექანიზმის საკითხისათვის", დაიცვა 1979 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 309; საინფორმაციო პორტალი: interpressnews.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |