The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რამაზ საყვარელიძე

რამაზ საყვარელიძე
Date of birth:18 February, 1950  (74 years)
Category:Political Scientist, Psychologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს.

1981 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათდრის დოცენტი; 1990–1996წწ. განათლების სამინისტროსთან არსებული გამოყენებითი ფსიქოლოგიის რესპუბლიკური სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქარტია 91", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1993–1995წწ. სახელმწიფო მეთაურის საინფორმაციო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი, პრეს–მდივანი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2005–2006წწ. ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტის დეკანი; 1999–2006წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი და კლასიკური ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2006-2010წწ. კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორი, ხოლო 2006 წლიდან არის იმავე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2008 წლიდან არის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. არის 40–მდე სამეცნიერო სტატიისა და მრავალი პუბლიცისტური წერილის ავტორი. ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – " სემანტიკური ინტერფერენციის ფსიქოლოგიური მექანიზმის საკითხისათვის", დაიცვა 1979 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 309; საინფორმაციო პორტალი: interpressnews.ge

Member of Organizations

  • პრაქტიკოს ფსიქოლოგთა ასოციაცია, წევრი (2000-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის მასობრივი ინფორმაციის ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი , წევრი (1995-)
  • საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო, წევრი (2004-2005)

Awards and Honors

  • 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
    ფსიქოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის

Bibliography


Share: