The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით კეზელი

დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974-1982წწ. იყო საქართველოს თერაპიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1999 წლიდან არის სამედიცინო ფირმის – "ტესტი ექიმთა სახლი" ენდოკრინილოგიისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევების კორექციის ბიუროს ხელმძღვანელი. გამოქვეყნებელი აქვს ორმოცდათხუთმეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ექვსი მონოგრაფია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ინსულინი და მისი ზოგიერთი ჰორმონალური ანტაგონისტი გულის იშემიური დაავადებების დროს", დაიცვა 1980 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევრო თირეოლოგთა ასოციაცია, წევრი (2008-)
  • ევროპის დიაბეტოლოგთა ასოციაცია, წევრი (2002-)
  • საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოება, წევრი (1974-)
  • საქართველოს ოსტეოპოროზიის ასოციაცია, წევრი (2002-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: