შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი სესიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი 1995 წელს; ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი სპეციალობა - გერმანისტიკა; ჰამბურგის უნივერსიტეტი სპეციალობა - ჟურნალისტიკა; ჰამბურგის უნივერსიტეტი სპეციალობა - მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევის მაგისტრი. 1995-1997წწ. ჟურნალ "კავკაზიშე პოსტის" კორესპონდენტი; 1995-1997წწ. შპს "საქოტელის" გაყიდვების მენეჯერი; 1996-1999წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი; 1997-2004წწ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რედაქტორი; 1999-2003წწ. ასოციაციის "სამართალი და თავისუფლება" პროექტის დირექტორი; 2003-2005წწ. ასოციაციის "სამართალი და თავისუფლება" დირექტორი; 2003-2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი; სახალხო დამცველის აპარატი, დეპარტამენტის უფროსი (2004); 2006-2012წწ. ასოციაციის "სამართალი და თავისუფლება" დირექტორი; 2012-2016წწ. საქართველოს პარლამენტის მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თელავისა და ყვარელის №27 საარჩევნო ოლქიდან; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.311 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |