Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი კენჭოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1960 წელს. 1966-2006წწ. ეწეოდა სამევნიერო საქმიანობას: შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ქართულ–საზღვარგარეთულ ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი; 2006 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 1999-2006წწ. ჟურნალ "კრიტერიუმის" რედაქტორი; 2004წ. თბილისის საკრებულოს წევრი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს ოთხი წიგნი და ორასამდე სამეცნიერო ნაშრომი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2000). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 197 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |