შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გუჩა კვარაცხელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართველურ ენათა განყოფილება 1963 წელს. 1967-1970წწ. - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1970-1993წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1993წწ. - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-2006წწ. - ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 2002-2006წწ. - ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 2006 წლიდან - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1970-1977წწ. - ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1978-1988წწ. - ამავე ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის დოცენტი; 1988-1994წწ. - ქართული ენის კათედრის პროფესორი; 1992 წელს - საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი; 1993-1994წწ. - არაქართველთათვის ქართული ენის სწავლების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე; 1989-1994წწ. - ქართული ენის კათედრის გამგე; 1999-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი; 2005 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი. გამოქვეყნებული აქვს 130 სამეცნიერო ნაშრომი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მეტყველების სტილის სტატისტიკური ანალიზი", დაიცვა 1968 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "სამეცნიერო და საგაზეთო–პუბლიცისტურ სტილთა ფუნქციური სისტემები", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.268; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 186-187 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |