The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გუჩა კვარაცხელია

გუჩა კვარაცხელია
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1940  (80 წლის)
კატეგორია:დრამატურგი, ენათმეცნიერი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართველურ ენათა განყოფილება 1963 წელს.

1967-1970წწ. არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1970-1993წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1993წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-2006წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 2002-2006წწ. ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 2006 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1970-1977წწ. ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1978-1988წწ. ამავე ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის დოცენტი; 1988-1994წწ. ქართული ენის კათედრის პროფესორი; 1992 წელს (13 იანვარი-20 დეკემბერი) საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი;  1993-1994წწ. არაქართველთათვის ქართული ენის სწავლების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე; 1989-1994წწ. ქართული ენის კათედრის გამგე; 1999-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი; 2005 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი. გამოქვეყნებული აქვს 130 სამეცნიერო ნაშრომი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მეტყველების სტილის სტატისტიკური ანალიზი", დაიცვა 1968 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "სამეცნიერო და საგაზეთო–პუბლიცისტურ სტილთა ფუნქციური სისტემები", დაიცვა 1986 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოს-მდივანი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2001-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: