The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ლორთქიფანიძე

ოთარ ლორთქიფანიძე
Date of birth:30 October, 1930
Date of death:19 May, 2002  (at 71 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Archaeologist, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1953 წელს.

1957 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1972 წლიდან  იყო ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1977 წლიდან ხელმძღვანელობდა მისივე ინიციატივით შექმნილ არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 1966 წლიდან ოთარ ლორთქიფანიძე სათავეში ჩაუდგა ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციას. მისი კვლევის საგანი იყო ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორია არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. 1977 წლიდან მისი ინიციატივით ეწყობოდა შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიული და არქეოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმები. 1985 წელს  დააფუძნა ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც განთავსებულია ვანის ნაქალაქარზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა (4 000-ზე მეტი ექსპონატი). მისი კონცეფციით შეიქმნა ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი. იგი იყო სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი საზღვარგარეთ მოწყობილი არაერთი არქეოლოგიური გამოფენისა (მოსკოვში, საარბრიუკენში, შტუტგარტში, ბრაუნშვაიგში, ბონში, ბოხუმში, ვისბადენში). გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი ნაშრომი (მონოგრაფიები და სტატიები მრავალ ენაზე). 1991 წელს გერმანიაში გამოცემულ ო. ლორთქიფანიძის წიგნს - "Archologie in Georgien" - მიენიჭა ქალაქ მაინცის არქეოლოგიური საზოგადოების მედალი. არის ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. მისი სახელი მინიჭებული აქვს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალს და ქუჩას რომელზეც მუზეუმი მდებარეობს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1969).

საკანდიდატო დისერტაციის თამა - "ხელოსნური წარმოება და ვაჭრობა მცხეთაში ახალი წელთაღრიცხვის I-III საუკუნეებში", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო ისერტაციის თემა - "ანტიკური სამყარო და ძველი საქართველო", დაიცვა 1966 წელს.

წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდი: tsu.geსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.129; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.315

Member of Organizations

  • გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტი , წევრ–კორესპონდენტი
  • ესპანეთის სამეფო საისტორიო აკადემია, წევრი (2001-)
  • კლასიკური არქეოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია (რომი), წევრი
  • კლასიკური მითოლოგიის იკონოგრაფიული ლექსიკონის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი, წევრი
  • პოლონეთის არქეოლოგიური სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2002-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)

Awards and Honors

  • 2000 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    1989-1997 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის - "უძველესი ქართული სახელმწიფოები: კოლხეთი და იბერია"
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • ქალაქ ვანის საპატიო მოქალაქე

Bibliography


Share: