შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაგან მამასახლისოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი 1930 წელს. მუშაობდა ამიერკავკასიის თბილისის საინჟინრო და სატყეო-ტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც კითხულობდა ლექციებს უმაღლეს მათემატიკასა და თეორიულ მექანიკაში; 1933 წლიდან იგი ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტია; 1941-1960წწ. განაგებდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილებას; ეწეოდა მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას; იყო მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი; ავტორია 50-ზე მეტი ნაშრომის. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1936 წელს; სადოქტორო დისერტაცია 1943 წელს. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.244; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.488 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |