The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაგან მამასახლისოვი

ვაგან მამასახლისოვი
დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:19 ივნისი, 1972  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი 1930 წელს.

მუშაობდა ამიერკავკასიის თბილისის საინჟინრო და სატყეო-ტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც კითხულობდა ლექციებს უმაღლეს მათემატიკასა და თეორიულ მექანიკაში; 1933 წლიდან იგი ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტია; 1941-1960წწ. განაგებდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილებას; ეწეოდა მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას; იყო მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი; ავტორია 50-ზე მეტი ნაშრომის.

დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1936 წელს; სადოქტორო დისერტაცია 1943 წელს.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.244

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1960-1972)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული ფიზიკის საპრობლემო საბჭო, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: