The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ სილაგაძე

ავთანდილ სილაგაძე
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1954  (66 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცაგერი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით 1977 წელს, ხოლო 1988 წელს - ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გერმანული ენის სპეციალობით.

1981–2006 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი, დოცენტი; 1986–1992 წწ. ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი; 1992 წელს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე; 1992–1998 წწ. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი; 1998–2006 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, კათედრის გამგე. 2003-2005 წწ. ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის გამგე; 2005 წელს - უნივერსიტეტის კოორდინატორი ეკონომიკურ მეცნიერებათა დარგში; 2005 წლიდან - უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. 200 სამეცნიერო ნაშრომის, წიგნის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: "ეკონომიკური ცოდნის საწყისები" (1991), "ეკონომიკური აზრის ისტორიის ზოგიერთი საკითხი" (1996), "გვარ–სახელები საქართველოში" (1996), "ეკონომიკური აზრის ისტორიის საკითხები" (2001), "ეკონომიკური ლექსიკონი" (2001), "მაკროეკონომიკური მეთოდები და მოდელები" (2003), "ბუღალტრული აღრიცხვის განმარტებითი ლექსიკონი" (2005), "მიკროეკონომიქსი" (2006), "პოსტკომუნისტური ფინანსური პოლიტიკა" (2008 ) და სხვა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს ლონდონის ა. სმითის სახელობის ინსტიტუტის "ადამ სმითის მედალი" (1996).

წყარო: საქართლელოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდი: tsu.ge ; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.190

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემია (აშშ), წევრი (1996-)
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურ მეცნიერებათა და სამეწარმეო საქმიანობის საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი (1997-)
  • საქართველოს ეკონომისტთა ასოციაცია, თანათავმჯდომარე
  • საქართველოს კონტროლის პალატა, თავმჯდომარე (1992-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპოდენტი (2001-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები"
  • 2001 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: