შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ კვაჭანტირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს. 1963-2006წწ. იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი; 1978-1990წწ. ჟურნალის – "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" ("ბალავარი") რედაქტორი; 1975-1990წწ. ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა "ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში", 2002-2004წწ. "მოგზაურობა სასიტყვეთში"; 1993-1998წწ. განათლების მინისტრი; 2000-2008წწ. საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N2 ვაკის საარჩევნო ოლქი. არის ავტორი წიგნებისა: "მსგავსებითი შედარება ქართულში" (1977), "ჰა ბურთი, ჰა მოედანი" (2002), "მოგზაურობა სასიტყვეთში" (2002). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მსგავსებითი შედარება ქართულში", დაიცვა 1978 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 200; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.168 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |