The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ კვაჭანტირაძე

თამაზ კვაჭანტირაძე
დაბადების თარიღი:7 ივნისი, 1940  (78 წლის)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-2006წწ. იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი; 1978-1990წწ. ჟურნალის – "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" ("ბალავარი") რედაქტორი; 1975-1990წწ. ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა "ტელეციკლი ქართულ ენასა და  ლიტერატურაში", 2002-2004წწ. "მოგზაურობა სასიტყვეთში"; 1993-1998წწ. განათლების მინისტრი; 2000-2008წწ. საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი.

არის ავტორი წიგნებისა: "მსგავსებითი შედარება ქართულში" (1977), "ჰა ბურთი, ჰა მოედანი" (2002), "მოგზაურობა სასიტყვეთში" (2002).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მსგავსებითი შედარება ქართულში", დაიცვა 1978 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატები", წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირი, წევრი (1977-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1980-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • ჰა, ბურთი, ჰა მოედანი : წერილები, დიალოგები, თარგმანები (ავტორი). - თბილისი, სამშობლო, 2002. - 216გვ.. - ISBN: 99928-26-98-3
  • სიტყვა : პუბლიცისტიკა, კრიტიკა, ესეისტიკა, საჯარო გამოსვლები, დიალოგები (ავტორი). - თბილისი, სამშობლო ფორტე, 2002. - 568გვ.
  • სასიტყვეთი : სიტყვიერების მასწავლებლისა და უფროსკლასელის შემხიდებელი (ავტორი). - თბილისი, 2002. - 608გვ.

გააზიარე: