შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს; მოსკოვის საერთაშორისო სამედიციმო აკადემიის პედიატრიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა. 1950 წელს იყო სოხუმის სანეპიდ სადგურის სანიტარული ექიმი; 1950-1953წწ. სოხუმის ჩვილ ბავშვთა სახლის ექიმ–ორდინატორი; 1957-1960წწ. აფხაზეთის ავტონომიური ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პედიატრი და სოხუმის ბავშვთა საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1960-1961წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1962-1966წწ. სწავლული მდივანი და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.1966 წლიდან არის ჰემატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს ასსამოცი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ოთხი მონოგრაფია. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ყივანახველის კლინიკის ჰემატოლოგიური მაჩვენებლები", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა– "ჯანმრთელ ბავშვთა და მოზარდთა პერიფერიული სისხლის ასაკობრივი თავისებურებანი საქართველოს რესპუბლიკაში", დაიცვა 1979 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.149; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.63 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |