შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ყაუხჩიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება 1941 წელს. 1945-1999წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1999-2006წწ. საქართველოს ეროვნული აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. კითხულობდა ლექციებს ლენინგრადის, იენისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. მეცნიერულ ინტერესს იწვევდა: ბერძნული ეპიგრაფიკა, ანტიკური წყაროები საქართველოს შესახებ, ასევე ანტიკური ლიტერატურა, კერძოდ, ძველი ბერძნული ენა. 120-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის 19 წიგნია. მისი შრომები გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნებში: რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ,1986.-გვ.631; სამხრეთ კავკასია - ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია: feminism-boell.org; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.244 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |