The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ ყაუხჩიშვილი

თინათინ ყაუხჩიშვილი
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1919
გარდაცვ. თარიღი:29 მარტი, 2011  (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება 1941 წელს.

1945-1999წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1999-2006წწ. საქართველოს ეროვნული აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. კითხულობდა ლექციებს ლენინგრადის, იენისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. მეცნიერულ ინტერესს იწვევდა: ბერძნული ეპიგრაფიკა, ანტიკური წყაროები საქართველოს შესახებ, ასევე ანტიკური ლიტერატურა, კერძოდ,  ძველი ბერძნული ენა. 120-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის 19 წიგნია. მისი შრომები გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნებში: რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ,1986.-გვ.631; სამხრეთ კავკასია - ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია: feminism-boell.orgწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.244

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ვილკენმანის საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი (1971-)
  • საქართველოს ისტორიული წყაროების კომისიის უცხოური წყაროების კომისია, თავმჯდომარე (1982-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-2011)
  • სსრკ-საბერძნეთის საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი (1981-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის პრემია
  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს ანტიკური წყაროების შესწავლაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1975 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: