შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგი სულაკაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს. 1978 წელს იყო ალმანახ "საუნჯის", 1979 წელს მთარგმნელობითი კოლეგიის განყოფილების და ჟურნალ "მნათობის" პოეზიის განყოფილების რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებულები: "საგნები თოვლში" (1982), "ზოდიაქოს ბორბალი" (1985), "ხეები, ბიჭი და სხვ..." (1995), "ქუჩის ბიჭების გასაგონად" (2000); მოთხრობების კრებულები: "მე და ჩემი ლიზა" (2004), "თამაში რევოლვერით" (2009). წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.290 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |