The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ჭავჭანიძე

ვლადიმერ ჭავჭანიძე
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:4 იანვარი, 2010  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1941 წელს.

1950-1960წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში. 1960-1981წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1969 წლიდან სათავეში ჩაუდგა თსუ-ის თეორიული კიბერნეტიკის კათედრას. 1980-იანი წლებიდან ხელმძღვანელობდა ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის მანქანური ინტელექტის პრობლემების განყოფილებას. გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, არის 20-ზე მეტი გამოგონებისა და მონოგრაფიის ავტორი.  ვ. ჭავჭანიძის შრომები ეხება ფიზიკის, გამოყენებითი მათემატიკის, კიბერნეტიკისა და ხელოვნული ინტელექტის თეორიის საკითხებს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.- გვ. 379; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.362

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემია, წევრი
  • ჟურნალ "Kybernetes" სარედაქციო საბჭო, წევრი
  • საქართველოს ბუნებისმეტყველების აკადემია, წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიის აკადემია, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1974-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის რედკოლეგია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოში კიბერნეტიკულ მეცნიერებათა დაფუძნების საქმეში განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • წითელი დროშის ორდენი
  • პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: