The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ისიდორე დოლიძე

ისიდორე დოლიძე
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1915
გარდაცვ. თარიღი:17 ივლისი, 1982  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მერია, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის საამშენებლო ტექნიკუმი 1933 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1938 წელს. 1936 წელს გაიგზავნა მოსკოვში და სწავლა გააგრძელა იურიდიულ ინსტიტუტში, შემდეგ გადავიდა ქ. სვერდლოვსკის იურიდიულ ინსტიტუტში, რომელიც 1938 წელს დაამთავრა. იმავე პერიოდში ჩაირიცხა მოსკოვის იურიდიულ მეცნიერებათა საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურაში. იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 

1947-1948წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანად. 1949 წელს დაინიშნა საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსად. შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1954-1957წწ. იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ლექციებს კითხულობდა სახელმწიფო და სამართლის ისტორიაში საკავშირო სამრთლის აკადემიაში. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მეცნიერულ-პუპულარული ხასიათის შრომა და სტატია.

წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ციფრული ბიბლიოთეკა: ebooks.tsu.ge საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1960-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: