The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაფიელ დვალი

რაფიელ დვალი
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1909
გარდაცვ. თარიღი:8 სექტემბერი, 1985  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1931 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა ინჟინერ-კონსტრუქტორად, ხოლო 1932 წლიდან - კონსტრუქტორ-მკვლევრად ამიერკავკასიის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტში. 1943-1946წწ. იგი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტია, ასევე, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის საცდელი სადგურის დირექტორი. 1946 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აყალიბებს ავტომობილების, ტრანსპორტის და ავტო-სატრაქტორო ძრავების კათედრას და უდგება მას სათავეში. 1948-1963წწ. რ. დვალი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომობილების, ტრაქტორებისა და ავტო-სატრანსპორტო ძრავების კათედრას განაგებდა. 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორად (რექტორად) დაინიშნა; 1971 წელს აირჩიეს გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორად; 1972 წელს დრეზდენის ტენიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად; 1972 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტს. ინსტიტუტი დღეს მის სახელს ატარებს. რ. დვალის მეცნიერულ შრომების დიდი ნაწილი მიძღვნილია მობილური მანქანების თეორიის საკითხისადმი, მან პირველმა ჩაატარა ფერდობზე ტრაქტორის მუშაობის თეორიული გამოკვლევა, დაადგინა მთის ტრაქტორის ძირითადი პარამეტრების განსაზღვრის მეთოდი, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრაქტორის თეორიის განვითარებაში; ოთხჯერ იყო არჩეული საქართველოს უმაღლესი საბწოს დეპუტატად, ორჯერ - უმაღლესი საბწოს თავმჯდომარედ; მისი თავდადებული შრომა ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ მთავრობის მიერ უმაღლესი ორდენებითა და მედლებით იქნა აღნიშნული. დაიმსასურა "სამამულო ომის II ხარისხის" ორდენი და 12 მედალი, მათ შორის: "კავკასიის დაცვისათვის", "გერმანიაზე გამარჯვებისათვის", "შრომითი მამაცობისათვის", საიბილეო ნიშანი "სსრ კავშირისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის 20 წელი", "უნგრეთის მანქანათმშენებლობის წარჩინებული ინჟინერი" და სლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის დიდი ოქროს მედალი. მისი სახელი მიენიჭა ამბროლაურის პირველ საშუალო სკოლას და ქუჩებს თბილისში და ამბროლაურში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978.-გვ.490; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.geომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 32-34

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილება, თავმჯდომარე (1958-1968)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)
  • გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: