The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ვეკუა

ნიკოლოზ ვეკუა
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1913
გარდაცვ. თარიღი:1993  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფოლი ახუთი, ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1937 წელს.

1957 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ფიზიკის განტოლებათა განყოფილების გამგე; 1975 წლიდან - ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1961 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის გამგე. მისი ძირითადი შრომები ეხება კოპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ მიღებული შედეგები რამდენიმე უცნობი ფუნქციის შემთხვევაში ჰილბერტის წყვეტილკოეფიციენტებიანი ამოცანისა და წყვეტილკოეფიციენტებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა სისტემების შესახებ. მათემატიკოსი და მექანიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979. -გვ.346-347

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1960-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1975 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1966 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: