Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ვეკუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფოლი ახუთი, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1937 წელს. 1957 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ფიზიკის განტოლებათა განყოფილების გამგე; 1975 წლიდან - ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1961 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის გამგე. მისი ძირითადი შრომები ეხება კოპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ მიღებული შედეგები რამდენიმე უცნობი ფუნქციის შემთხვევაში ჰილბერტის წყვეტილკოეფიციენტებიანი ამოცანისა და წყვეტილკოეფიციენტებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა სისტემების შესახებ. მათემატიკოსი და მექანიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979. -გვ.346-347 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |