The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



კირიაკ ზავრიევი

კირიაკ ზავრიევი
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1891
გარდაცვ. თარიღი:14 დეკემბერი, 1978  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი 1914 წელს. 1914-1915წწ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტში; 1918-1919წწ. - ოდესის, 1921-1930წწ. - თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში. 1931-1959წწ. მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში. 1947 წლიდან გარდაცვალებამდე სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორი იყო.  ხელმძღვანელობდა ბეტონის სპეციალისტთა ამიერკავკასიის სკოლას. ავტორია რუსეთსა და ამიერკავკასიაში აგებული მრავალი დიდი ხიდის პროექტებისა. მისი მთავარი შრომები ეხება ნაგებობათა თეორიას. საფუძველი ჩაუყარა მრღვევი დატვირთვების მიხედვით ნაგებობათა გაანგარიშების მეთოდსა და სეისმომედეგობის დინამიკის თეორიას, მან პირველმა დაასაბუთა სეისმომედეგი ქვის ნაგებობათა მშენებლობის შესაძლებლობა და დაამუშავა შენობათა ანტისეისმური სარტყლები. დიდი ღვაწლი მიუძღვის მსუბუქი რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დამუშავებასა და დანერგვაში.

წყარო: http://science.org.ge/

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ-ის წინასწარდაძაბული რკინა-ბეტონის ინსტიტუტი, წევრი (1957-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს სსრ მეცნიერების და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: