Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კირიაკ ზავრიევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი 1914 წელს. 1914-1915წწ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტში; 1918-1919წწ. - ოდესის, 1921-1930წწ. - თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში. 1931-1959წწ. მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში. 1947 წლიდან გარდაცვალებამდე სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორი იყო. ხელმძღვანელობდა ბეტონის სპეციალისტთა ამიერკავკასიის სკოლას. ავტორია რუსეთსა და ამიერკავკასიაში აგებული მრავალი დიდი ხიდის პროექტებისა. მისი მთავარი შრომები ეხება ნაგებობათა თეორიას. საფუძველი ჩაუყარა მრღვევი დატვირთვების მიხედვით ნაგებობათა გაანგარიშების მეთოდსა და სეისმომედეგობის დინამიკის თეორიას, მან პირველმა დაასაბუთა სეისმომედეგი ქვის ნაგებობათა მშენებლობის შესაძლებლობა და დაამუშავა შენობათა ანტისეისმური სარტყლები. დიდი ღვაწლი მიუძღვის მსუბუქი რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დამუშავებასა და დანერგვაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ.,1979.-გვ.471; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |