შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფილიპე ზაიცევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კიევი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1900 წელს. 1902 წელს იგი იწყებს დიდ სამუშაოს ნოვგოროდის გუბერნიის ხეშეშფრთიანი და ქერცლფრთიანი მწერების ფაუნის შედგენილობის შესასწავლად. 1911 წელს მიწადმოქმედების დეპარტამენტის დავალებით მიავლინეს თბილისში და დაავალეს ამიერკავკასიაში გამოყენებით ენტომოლოგიაში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მოწყობა და ამასთან დაკავშირებით თბილისის ბოტანიკურ ბაღთან ენტომოლოგიური კაბინეტის დაარსება. ამ წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ფ. ზაიცევმა მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება მიუძღვნა საქართველოში და, საერთოდ კავკასიაში ფაუნის შესასწავლად სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის საქმეს. 1920 წელს იგი სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის კათედრას. 1920-1928წწ. იგი თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის პროფესორი და დეკანია, ხოლო 1929-1936წწ. - რექტორი. ფ. ზაიცევის მეცნიერული ინტერესების სფერო იყო ენტომოლოგია, რომელსაც მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა. იგი 125-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.-თბ.,1979.- გვ. 475; საქართველო: ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge; geonecropol.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |