The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფილიპე ზაიცევი

ფილიპე ზაიცევი
დაბადების თარიღი:26 მარტი, 1877
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 1957  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის მეცნიერ მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კიევი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1900 წელს.

1902 წელს იგი იწყებს დიდ სამუშაოს ნოვგოროდის გუბერნიის ხეშეშფრთიანი და ქერცლფრთიანი მწერების ფაუნის შედგენილობის შესასწავლად. 1911 წელს მიწადმოქმედების დეპარტამენტის დავალებით მიავლინეს თბილისში და დაავალეს ამიერკავკასიაში გამოყენებით ენტომოლოგიაში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მოწყობა და ამასთან დაკავშირებით თბილისის ბოტანიკურ ბაღთან ენტომოლოგიური კაბინეტის დაარსება. ამ წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ფ. ზაიცევმა მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება მიუძღვნა საქართველოში და, საერთოდ კავკასიაში ფაუნის შესასწავლად სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის საქმეს. 1920 წელს იგი სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის კათედრას. 1920-1928წწ. იგი თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის პროფესორი და დეკანია, ხოლო 1929-1936წწ. - რექტორი. ფ. ზაიცევის მეცნიერული ინტერესების სფერო იყო ენტომოლოგია, რომელსაც მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა. იგი 125-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.-თბ.,1979.- გვ. 475; საქართველო: ენციკლოპედია: georgianencyclopedia.gegeonecropol.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება, წევრი
  • კავკასიის ცხოველთა აკლიმატიზაციის საზოგადოება, წევრი
  • მოსკოვის ენტომოლოგიური საზოგადოება, წევრი
  • რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი (1911-)
  • რუსეთის ენტომოლოგიური საზოგადოება, წევრი (1905-1910)
  • რუსეთის მეხილეობის საზოგადოება, წევრი
  • საერთაშორისო ენტომოლოგიური კონგრესების ორგანიზაციის მუდმივი კომიტეტი, წევრი (1910-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)
  • სრულიად საკავშირო ენტომოლოგიური საზოგადოება, წევრი (1948-)
  • ჩრდილო კავკასიის შესწავლის სტავროპოლის საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - ლენინის ორდენი
  • 1946 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1946 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1944 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: