შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფერდინანდ თავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით 1936 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ს. კიროვის სახელობის ქარხანაში ინჟინერ-მკვლევარის თანამდებობაზე. 1937 წლიდან გადმოდის თბილისში და მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ინსტიტუტის მეტალურგიულ ლაბორატორიაში. 1951 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტს. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ფ. თავაძის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად შემდეგი მიმართულებებით ვითარდებოდა: შენადნობის თეორია; ფოლადები და შენადნობები; სამსხმელო წარმოება; მეტალურგიის ისტორია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |