| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფერდინანდ თავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. 1930-1932წწ. სწავლობდა მოსკოვის სატყეო ტექნოლოგიურ ინსტიტუტში; 1932 წელს გადავიდა ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; ერთდროულად სწავლობდა ლენინგრადის გემთსამშენებლო ინსტიტუტში დაუსწრებლად; დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მეტალურგის სპეციალობით 1936 წელს. 1934-1935წწ. იყო ლენინგრადის ინდუსტრიული ინსტიტუტის საჩამოსხმო ლაბორატორიის ლაბორანტ-ტექნიკოსი; 1935-1936წწ. - ლენინგრადის ლითონთა ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი ლაბორანტ-ტექნიკოსი; 1936 წ. იანვარი - 1936 წ. აპრილი - ლენინგრადის ლითონთა ცენტრალურ სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერმუშაკი; 1936 წ. მაისი - 1937 წ. თებერვალი - ლენინგრადის კიროვის სახ. ქარხნის ცენტრალური ლაბორატორიის ინჟინერ-მკვლევარი; 1937 წ. აპრილი-1940 წ. აპრილი - ვ. ი. ლენინის სახ. თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ასისტენტი; 1937 წ. დეკემბერი - 1938 წ. ივნისი - ქ. თბილისის პ. მელიქიშვილის სახ. ქიმიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1938 წ. ივნისი - 1940 წ. ივნისი – კიროვის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასისტენტი; 1939 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მიენიჭა დოცენტის წოდება; 1940 წ. ივნისი – 1945 წ. ივნისი – თბილისის ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1940 წ. - ვ. ი. ლენინის სახ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლითონთა ტექნოლოგიისა და ლითონმცოდნეობის კათედრის გამგე; 1945 წ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის, ამჟამად მეტალურგიის ინსტიტუტის ლითონ-მცოდნეობის ლაბორატორიის გამგე; 1947 წ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1961 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის, შემდგომ მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. სამეცნიერო ინტერესების სფერო: შენადნობის თეორია; ფოლადები და შენადნობები; სამსხმელო წარმოება; მეტალურგიის ისტორია. წყარო: ფერდინანდ თავაძე : ბიობიბლიოგრაფია / საქ. სსრ მეცნ. აკად., ცენტრ. სამეცნ. ბიბ-კა; შემდგ.: ზ. მახარაძე, ი. ცხვარიაშვილი; რედ.: ს. ხადური, ნ. ხუციშვილი.-თბ.,1984.-გვ.52-55 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

