The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე დიდებულიძე

ალექსანდრე დიდებულიძე
Date of birth:26 December, 1882
Date of death:18 April, 1951  (at 68 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Engineer, Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1911 წელს.

სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა სტუდენტობის დროს დაიწყო. ეწეოდა ფართო საინჟინრო-პრაქტიკულ მუშაობას. 1912-1913წწ. დაამუშავა თერმოელემენტის ახალი ტიპი, რაზედაც საავტორო მოწმობა მიიღო. 1915 წელს გაიწვიეს მოქმედ არიმიაში. დაინიშნა ოდესის რაიონის ჭურვების დამამზადებელი სამმართველოს ტექნიკური ნაწილის გამგედ. 1917 წელს იყო ოდესის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სადაც 1918 წელს თეორიული ელექტოტექნიკის კათედრის პროფესორად აირჩიეს. 1919 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრის გამგედ აირჩიეს, სადაც იგი 1933 წლამდე მუშაობდა. 1923-1924წწ. იყო თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი. 1932-1938წწ. ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლების კათედრას ამიერკავკასიის ელექტორკავშირგაბმულობის საინჟინრო ინსტიტუტში. 1936-1946წწ. ხელმძღვანელობდა სოფლის  მეურნეობის ელექტრიფიკაციის კათედრას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში.

თავისი მეცნიერული მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი მიუძღნა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის და მათი ეფექტური ამაღლების საკითხებს. დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოში ენერგეტიკის განვითრებას, იკვლევდა მეცნიერულ ფოტოგრაფიას.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3 .-თბ.,1979.-გვ.508; georgianencyclopedia.ge

Member of Organizations

  • ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის საკავშირო სამეცნიერო საინჟინრო-ტექნიკური საზოგადოების საქართველოს განყოფილება, თავმჯდომარე (1940-)
  • საქართველოს გამომგონებელთა საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი (1933-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-)
  • საქართველოს ტექნიკური საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი (1924-)

Awards and Honors

  • 1941 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: