შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ვეკუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შეშელეთი, გალის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1930 წელს. 1933 წელს მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1940-1944წწ. იყო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი. 1944-1947 წლებში ი. ვეკუა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, 1947-1951წწ. თსუ-ს უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე. 1951 წელს იგი მოსკოვში გადავიდა და იქ განაგრძო მეცნიერული მოღვაწეობა. 1952 წელს იგი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის დიფერენციალური განტოლებების კათედრის პროფესორად აირჩიეს, სადაც 1959 წლამდე იმუშავა. 1959 წელს დაინიშნა ახალად დაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად. 1964 ილია ვეკუა თბილისში დაბრუნდა. იგი ორჯერ იყო(1953; 1966-1972) უნივერსიტეტის რექტორი. სათავეში ჩაუდგა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტს. მისი ძირითადი მეცნიერული შრომები ეხება მათემატიკისა და ფიზიკის აქტუალურ საკითხებს. მან კერძო წარმოებულებიანი ელიფსური განტოლებებისათვის დაამუშავა ამოხსნათა ზოგადი წარმოდგენების თეორია და შესაძლებელი გახადა მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების შესასწავლად. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერთგანზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიაში. ი. ვეკუას ეკუთვნის დრეკად გარსთა მათემატიკური თეორიის ახლებური ვარიანტი, რომელიც გამოირჩევა მექანიკური სურათისადმი ზუსტი შესაბამისობით. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.-თბ.,1979.-გვ.346 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |