The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ვეკუა

ილია ვეკუა
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1907
გარდაცვ. თარიღი:2 დეკემბერი, 1977  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შეშელეთი, გალის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1930 წელს.

1933 წელს მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1940-1944წწ. იყო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი. 1944-1947 წლებში ი. ვეკუა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, 1947-1951წწ. თსუ-ს უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე. 1951 წელს იგი მოსკოვში გადავიდა და იქ განაგრძო მეცნიერული მოღვაწეობა. 1952 წელს იგი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის დიფერენციალური განტოლებების კათედრის პროფესორად აირჩიეს, სადაც 1959 წლამდე იმუშავა. 1959 წელს დაინიშნა ახალად დაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად. 1964 ილია ვეკუა თბილისში დაბრუნდა. იგი ორჯერ იყო(1953; 1966-1972) უნივერსიტეტის რექტორი.  სათავეში ჩაუდგა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტს. მისი ძირითადი მეცნიერული შრომები ეხება მათემატიკისა და ფიზიკის აქტუალურ საკითხებს. მან კერძო წარმოებულებიანი ელიფსური განტოლებებისათვის დაამუშავა ამოხსნათა ზოგადი წარმოდგენების თეორია და შესაძლებელი გახადა მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების შესასწავლად. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერთგანზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიაში. ი. ვეკუას ეკუთვნის დრეკად გარსთა მათემატიკური თეორიის ახლებური ვარიანტი, რომელიც გამოირჩევა მექანიკური სურათისადმი ზუსტი შესაბამისობით.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.-თბ.,1979.-გვ.346

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • გერმანიის საბუნებისმეტყველო აკადემია "ლეოპოლდინა", წევრი
  • დანიის გამოგენებითი მათემატიკისა და მექანიკის ცენტრი, წევრი
  • თეორიული და გამოყენებითი მექანიკის საერთაშორისო კავშირის გენერალური ასამბლეა, წევრი
  • პალერმოს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების აკადემია, წევრი
  • პოლონეთის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1946-)
  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი (1972-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - სახელმწიფო პრემია
  • 1963 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1963 - ლენინური პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • სოციალისტური შრომის გმირი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: