The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე თვალჭრელიძე

ალექსანდრე თვალჭრელიძე
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1881
გარდაცვ. თარიღი:29 ივლისი, 1957  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სტანიცა ბატალპაშინსკაია, ახლანდელი ქალაქი ჩერკესკი, რუსეთის ფედერაცია.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის საბუნებისმეტყველო განყოფილება 1912 წელს. 1910 წლის ზაფხულში სტაჟირებას გადიოდა გეტინგენის (გერმანია) უნივერსიტეტში. 1912-1913 წლებში მუშაობდა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის გეოქიმიის ლაბორატორიაში, სადაც აკადემიკოს ვ. ვერნადსკის ხელმძღვანელობით შეასრულა გამოკვლევა რუბიდიუმის, ცეზიუმისა და თალიუმის გეოქიმიაში. 1918- 1919 წლებში მუშაობდა ქ. ნოვოჩერკასკში, დონის პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და ქალთა უმაღლეს კურსებზე. თვალჭრელიძე ქართული გეოლოგიური სკოლის (საკუთრივ მინერალოგიურ-პეტროგრაფიულ კვლევათა) და საქართველოში გეოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1919 წელს სათავეში ჩაუდგა თავისსავე დაარსებულ მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში: 1928 -1948 წლებში ხელმძღვანელობდა თავისსავე დაარსებულ ამავე პროფილის კათედრას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იგი იყო კავკასიის  მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ფუძემდებელი და პირველი დირექტორი (1929 -1957).  მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მომზადდა მრავალტომიანი ნაშრომი საქართველოს ბუნებრივი რესურსების შესახებ. მისი შრომები ეხება მინერალოგიის, პეტროგრაფიისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გეოლოგიურ საკითხებს. მანვე აღმოაჩინა და შეისწავლა გუმბრისა და ასკანის ბენტონიტური თიხების, აგრეთვე სხვა სასარგებლო წიაღისეულის საბადოები. ავტორია უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა: "გეომეტრიული კრისტალოგრაფია" (1920), "კრისტალთა ოპტიკის შესავალი" (რუსულ ენაზე -1933, 1934; ქართულ ენაზე - 1938, 1957), "მაგმური ქანების პეტროგრაფია, ტ. 1 - ინტრუზიული ქანები"(1950). მის პატივსაცემად ერთ-ერთ მინერალს ეწოდა თვალჭრელიძეიტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში დაწესებულია ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.  

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.-თბ.,1979.-გვ. 673; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.58; geonecropol.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საწარმოო ძალთა შემსწავლელი საბჭო, თავმჯდომარე (1941-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: