The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ანდრონიკაშვილი

თეიმურაზ ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:თებერვალი, 2013  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1953 წელს.

1956 წელს მუშაობა დაიწყო საქ. მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში, 1958 წელს - პ. მელიქიშვილის სახ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა უფროსი მეცნიერი თანამშრომლიდან ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობამდე. სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მუშაობას. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 700-მდე გამოქვეყნებული მეცნიერული ნაშრომის, 2 მონოგრაფიის და 41 გამოგონების ავტორია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაშრომები, რომლებიც ეხება ბუნებრივი და სინთზური ცეოლითების დაყოფითი თვისებების კვლევას, ახალი ტიპის მყარი სარჩულების, პოლიმერული და თხელფენოვანი სორბენტების, თხევადი კრისტალების სინთეზსა და შესწავლას და სხვა.

წყარო: აკადემიკოსი თეიმურაზ ანდრონიკაშვილი : ეპიტაფია // საქართველოს რესპუბლიკა . - თბილისი, 2013. - 2 მარტი. - N40 (7167). - 19 გვ. (dspace.nplg.gov.ge)წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.189

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომისია, წევრი (1996-2005)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭო, წევრი (1992-2007)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ქრომატოგრაფიის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: