The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ გულისაშვილი

ვასილ გულისაშვილი
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1903
გარდაცვ. თარიღი:19 ოქტომბერი, 1979  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის სატყეო-ტექნიკური აკადემიის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი 1926 წელს; ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1931 წელს.

1927 წლიდან ლენინგრადის სატყეო-ტექნიკური აკადემიის მეტყევეობის კათედრის ტექნიკოსად დაიწყო მუშაობა; 1927-1930წწ. იყო ლენინგრადის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასისტენტი, შემდეგ უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1931 წლიდან საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო თბილისის სატყეო-ტექნიკურ ინსტიტუტში ზოგადი მეტყევეობის კათედრის გამგედ; 1932-1944წწ. მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე; 1945–1979წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სატყეო ინსტიტუტს; მისი მეცნიერული შრომები ეხება მცენარეთა მერქნიანი ჯიშის ბიოლოგიას, ეკოლოგიასა და ეკოლოგიურ გეოგრაფიას, ბუნების დაცვის საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მეტყევე–ეკოლოგი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1935).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.195

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოება, თავმჯდომარე
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1946-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნების დაცვის კომიტეტი, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1955 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: