Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვარლამ თოფურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფოლი ონტოფო, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო განხრით 1922 წელს. 1923 წლიდან დაიწყო მეცნიერული და პედაგოგიური მუშაობა. კითხულობდა ლექციებს თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1933-1938წწ. განაგებდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას, 1935-1936წწ. თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ქართული ენის კათედრის გამგეა, ხოლო 1950-1952წწ. გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას ხელმძღვანელობდა. 1933-1936წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტის თანამშრომელი, 1936-1941წწ. ხელმძღვანელობდა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებას, ხოლო 1941-1943წწ. იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1943-1949წწ. სათავეში ედგა საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენის ინსტიტუტს, ხოლო 1941-1960წწ. ამავე ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებას. 1945 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ხელმძღვანელობდა ახალი ქართული ენის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი რესპუბლიკური კომისიის მუშაობაში და მეცნიერული ტერმინოლოგიის შექმნაში. დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ენის მორფოლოგიის, დიალექტოლოგიის საკითხებს. 150-ზე მეტი შრომის ავტორია. დიდი ღვაწლი მიუძღვის "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" და "ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის" შექმნაში. წყარო: მამულიშვილთა სავანე: დიდუბის პანთეონი.-თბ., 1994.-გვ.179 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |