The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა სიხარულიძე

ზაზა სიხარულიძე
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1960
გარდაცვ. თარიღი:3 ივლისი, 2016  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1982 წელს; თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2003 წელს.

1991 წელს იყო თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი; 1992 წელს თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი; 1991 წლიდან გაზეთ "ღვთისშვილის" დამფუძნებელი და რედაქტორი;  1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2003–2004წწ. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. არის პუბლიკაციებისა და ოთხი წიგნის ავტორი, მათ შორის: 1992 წელს "სიცოცხლე სიყვარულისთვის", 1995 წელს "სიყვარულის დღესასწაული"(ლექსებისა და თარგმანების კრებული) და სხვა.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "არაბულ–ქართული ლექსიკური ურთიერთობებიდან", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.313; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული კონგრესი და ფორუმი, წევრი (1990-)
  • საქართველოს ეროვნული კონგრესის სოციალურ საქმეთა კომისია, თავმჯდომარე (1990-)
  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, წევრი (1990-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის სოციალურ საკითხთა კომისია, თავმჯდომარე
  • საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის საორგანიზაციო კომიტეტი, დამფუძნებელი წევრი და თანათავმჯდომარე (2004-)
  • სახელმწიფო საკონსტიტიციო კომისია, წევრი (1993-1995)
  • სრულიად საქართველოს ინვალიდთა, ვეტერანთა და დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციის სათათბირო, თავმჯდომარე (2000-)
  • ღვთისშვილთა კავშირი, დამფუძნებელი, პრეზიდენტი (1989-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: