The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა კიკნაძე

ვაჟა კიკნაძე
Date of birth:27 August, 1952  (71 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1976 წელს.

1976-2006წწ. – ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი: ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1990-2006წწ. – გორის ეკონომიკური ინსტიტუტის პროფესორი; 2006-2012წწ. – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2006-2011წწ. – სსიპ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2011-2018წწ. – სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2018 წლიდან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. არის ავტორი მონოგრაფიებისა: "საქართველო XIV საუკუნეში" (1989); "ალექსანდრე ამილახვარი – ბრძენი აღმოსავლეთისა" (1997); "ცხოვრება და ღვაწლი ეპისკოპოს პეტრე კონჭოშვილისა" (2003), ასევე არის ავტორი სტატიისა "ლათინური წყარო XIV ს. საქართველოს ისტორიის შესახებ" (1983). მიღებული აქვს გამომცემლობა "ლომისი"-ს პრემია (1998). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა XIV საუკუნის I ნახევარში", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ეროვნული და საკაცობრიო პრობლემატიკა მე–19 საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწეების შეოქმედებაში", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.417; ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი: institutehist.ucoz.net

Member of Organizations

  • დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სათათბირო ორგანოს საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1998 - გამომცემლობა "ლომისი"-ს პრემია

Bibliography


Share: