შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ სონღულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადების ადგილი: ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1987 წელს, ოქსფორდის მისიოლოგიური კვლევის ცენტრის დოქტორანტურა 2003 წელს. 1980–1985 წწ. იყო ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური რაზმის ხელმძღვანელი; 1992–1996წწ. "ბიბლიოთეკა კრისტიანას" დამფუძნებელი და დირექტორი; 1987–2006 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის, ეკლესიის ისტორიის, ძველ ებრაულის ლექტორი; 1992–1999წწ. ევანგელურ–ბაბტისტური თეოლოგიური სემინარიის რექტორი. კითხულობს ლექციებს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1996 წლიდან ახორციელებს საეკლესიო და ლიტურგიულ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს სახარების კონტექსტუალიზაციას. 1986–1989წწ. შესრულებული აქვს ძველი აღთქმის წიგნების თარგმანი; 1988–1993წწ. ახალი აღთქმის გადამუშავებული გამოცემა; 2001 წელს ბიბლიის ახალი რედაქცია; ახალი აღთქმის განახლებული თარგმანი. 2000 წელს გამოქვეყნებული აქვს თარგმანები: ბიბლიური მოთხრობები და კლაივ სტეპლზ ლუისის "ნარნიის ქრონიკები". ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |