The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მალხაზ სონღულაშვილი

მალხაზ სონღულაშვილი
Date of birth:21 February, 1963  (61 years)
Category:Historian, Scientist, Educator, Religious leader

Biography

დაიბადების ადგილი: ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1987 წელს, ოქსფორდის მისიოლოგიური კვლევის ცენტრის დოქტორანტურა 2003 წელს.

1980–1985 წწ. იყო ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური რაზმის ხელმძღვანელი; 1992–1996წწ. "ბიბლიოთეკა კრისტიანას" დამფუძნებელი და დირექტორი; 1987–2006 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის, ეკლესიის ისტორიის, ძველ ებრაულის ლექტორი; 1992–1999წწ. ევანგელურ–ბაბტისტური თეოლოგიური სემინარიის რექტორი. კითხულობს ლექციებს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1996 წლიდან ახორციელებს საეკლესიო და ლიტურგიულ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს სახარების კონტექსტუალიზაციას. 1986–1989წწ. შესრულებული აქვს ძველი აღთქმის წიგნების თარგმანი; 1988–1993წწ. ახალი აღთქმის გადამუშავებული გამოცემა; 2001 წელს ბიბლიის ახალი რედაქცია; ახალი აღთქმის განახლებული თარგმანი. 2000 წელს გამოქვეყნებული აქვს თარგმანები: ბიბლიური მოთხრობები და კლაივ სტეპლზ ლუისის "ნარნიის ქრონიკები".

Member of Organizations

  • III ფრანცისკანული ორდენი, წევრი (2004-)
  • გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოება, საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი (1996-)
  • საერთაშორისო საქველმოქმედო ასოციაცია "ბეთელი", დამფუძნებელი, წევრი (1999-)
  • საქართველოს ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესია, ეპისკოპოს–პრეზიდენტი,მთავარეპისკოპოსი (1994-)

Awards and Honors

  • 2013 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2006 - ეკუმენური კანონიკოსის წოდება ვეიკფილდის ეპისკოპოსის მიერ მინიჭებული
  • 2005 - ეკუმენური კანონიკოსის წოდება ნორვიჩის ეპისკოპოსის მიერ მინიჭებული
  • 2005 - კენტერბერიის მთავარეპისკოპოსისა და ინგლისის პრიმასის მიერ დაჯილდოებულია ლამბეთის ჯვრით
  • 1996 - მსოფლიოს პატრიარქის მიერ დაჯილდოებულია მოოქრული ჯვრით

Bibliography


Share: