The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ტეფნაძე

სერგო ტეფნაძე
დაბადების თარიღი:29 აგვისტო, 1956  (67 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, მფრინავი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ადიგენი.

დაამთავრა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი თვითმფრინავების რადიოელექტრონული მოწყობილობების სპეციალობით 1975 წელს; კიევის სამოქალაქო ავიაციის საინჟინრო ინსტიტუტი 1984 წელს; მოსკოვის სამოქალაქო ავიაციის საინჟინრო ინსტიტუტის ასპირანტურა 1990 წელს.

1975 წელს იყო ქ. თბილისის აეროპორტის საავიაციო-ტექნიკური ბაზის ავიატექნიკოსი; 1975-1977წწ. იმყოფებოდა სამხედრო-სავალდებულო სამსახურში (ქ. რუბცოვსკი); 1984–1992წწ. თბილისის გაერთიანებული ავიარაზმი, მფრინავი, ინჟინერ-ინსტრუქტორი, პარალელურად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმფრინავმშენებლობის კათედრის დოცენტი; შესრულებული აქვს 7000-ზე მეტი უავარიო ფრენა-საათი; 1992–2005წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტის დირექტორი; ჟურნალ "საჰაერო ტრანსპორტი"-ს მთავარი რედაქტორი; 2005 წლიდან არის საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი. მრავალი სამეცნიერო სტატიის, მონაგრაფიის, სახელმძღვანელოს ავტორი, საგრანტო პროექტების მონაწილე და ძირითადი შემსრულებელი. კემბრიჯის საერთაშორისო ცენტრის მიერ საგანმანათლებლო სფეროში გაწეული ღვაწლისათვის დაჯილდოებულია დიპლომითა და მედლით. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1990 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოების შეფასების მეთოდოლოგია აფრენა–დაფრენის ეტაპებზე საექსპლუატაციო ფაქტორების გათვალისწინებით და მათემატიკური მოდელირების გამოყენებით", დაიცავ 1999 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში = Who is who in Georgia, 2009 : ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 209. - გვ.373; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის პორტალი : ssu.edu.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.108

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო სატრანსპორტო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ტექნიკურ მეცნიერების განვითარებისა და მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის
  • პირველი კლასის მფრინავი-ინჟინრის წოდება
    ფრენის ავარიულ სიტუაციაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • მედალი "უავარიო ფრენა - საათების შესრულებისათვის"
    ფრენის ავარიულ სიტუაციაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის

ბიბლიოგრაფია

  • ცის დაპყრობის ისტორია : ოცნებიდან რეალობამდე : დამხმ. სახელმძღვ. უმაღლ. და საშ. სასწ. (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2003. - 292გვ.

გააზიარე: