The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან კინწურაშვილი

ქეთევან კინწურაშვილი
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1956  (67 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი 1978 წელს.

1978–2006 წწ. იყო გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998–2004 წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი; 2005-2011 წწ. შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი; 1995, 2004 და 2007 წლებში მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის (აშშ, მასაჩუსეტი) მიწვეული პროფესორი; პრაღის ღია საზოგადოების ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობის (1995, 1996), საერთაშორისო სამეცნიერო გაცვლის (ვაშინგტონი, 1998), ზალცბურგის გლობალური სემინარების (1999, 2006), ოქსფორდის კოლეჯთა სამასპინძლო პროგრამის (2001), ფულბრაიტის მეცნიერთა გაცვლის (2003, 2004), კრაკოვის საერთაშორისო კულტურის ცენტრის (2022), ჰარვარდის მოწვეული მეცნიერის (2023), პოლონური ინსტიტუტის (2020, 2022) და სხვა პროგრამების თუ ორგანიზაციების სტიპენდიანტი; ეროვნული კურატორი პრაღის მე-12 კვადრიენალეზე (2012); დავით კაკაბაძის მონოგრაფიული გამოფენის სამეცნიერო კონსულტანტი (დ. შევარდნაძის საქართველოს ეროვნული გალერეა, 2013); გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით განახორციელა საგამოფენო პროექტი - "მალშტრემი: ფრანც მარკი, გერმანული ექსპრესიონიზმი და მოდერნიზმი საქართველოში" (დ. შევარდნაძის საქართველოს ეროვნული გალერეა, 2015; "ხელოვნების სასახლე", 2017). არის ავტორი წიგნებისა: "Давид Какабадзе, Классик 20-го Века" (Санкт-Петербург, 2002), "მეოცე საუკუნის ხელოვნება" (თბილისი, 2005), "David Kakabadze, A 20ht Century Classic" (თბილისი, 2006), "Koka Ignatov: From Monologue to One Word" (Moscow, 2007), "David Kakabadze: Georgian Modern Artist and Inventor" (New York, 2012), "The Zdanevich Brothers: Kirill and Ilia (The Polish Traces in the Georgian Avant-Garde)" (Tbilisi, 2019), "Z, The Plastic Ornament of the Epoch: David Kakabadze" ( Warsaw, 2018), "From Deda Ena to H2SO4: at the Origins of Georgian Avant-Garde Book" (Wojnowice, 2018), "The Peacock’s Tail, Modernism: Georgian Performance" (Warsaw, 2018), "Petre Otskheli" (Wojnowice, 2018), "Pirosmani-flaneur" (Wojnowice, 2018), "მე-20 საუკუნის პოლონური ხელოვნება: მატეიკოდან კანტორამდე და შემდგომ" (ვოინოვიცე, 2022) და სხვა; 2023 წელს პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრომ  მიანიჭა მედალი "Gloria Artis".   

სადოქტორო დისერტაციის თემა – "ბრეხტი და ქართული სცენოგრაფია", დაიცვა 1987 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილეთა ასოციაცია, წევრი (1999-)
  • მუზეუმების საერთაშორისო კავშირი, წევრი (2008-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1981-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - თამარ მეფის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: